Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბრიუსელში მუშაობა დაასრულა ევროპის კავშირის


ბრიუსელში მუშაობა დაასრულა ევროპის კავშირის სამიტმა,

ბრიუსელში მუშაობა დაასრულა ევროპის კავშირის სამიტმა,
რომლის მონაწილეებმა დედამიწის ჰავის ცვლილებებთან დაკავშირებულ პრობლემებზე იმსჯელეს. ევროკავშირის მორიგე თავმჯდომარე ქვეყნის, სლოვენიის პრემიერ-მინისტრმა იანეზ იანშამ ჟურნალისტებს უთხრა, რომ კავშირის წევრი 27-ვე ქვეყანა დათანხმდა, ივნისისთვის ევროპის ენერგეტიკის ბაზრის ლიბერალიზაცია მოახდინოს, ხოლო დეკემბერში მიიღოს გლობალური დათბობის წინააღმდეგ მიმართული ზომების პაკეტი. ამ ზომებმა 2020 წლისთვის 20 პროცენტით უნდა შეამციროს ატმოსფეროს ნახშირორჟანგით დაბინძურება და საგრძნობლად გაზარდოს ენერგომომხმარებაში მზის, ქარისა და სხვა ალტერნატიული წყაროების ხვედრითი წილი.
XS
SM
MD
LG