Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ტიბეტელთა სულიერი ლიდერი დალაი ლამა


ტიბეტელთა სულიერი ლიდერი დალაი ლამა მზად არის შეხვდეს ჩინეთის ხელისუფლებას, თუკი პეკინი გამოხატავს

ტიბეტელთა სულიერი ლიდერი დალაი ლამა მზად არის შეხვდეს ჩინეთის ხელისუფლებას, თუკი პეკინი გამოხატავს
მასთან საუბრისთვის მზადყოფნას. დღეს გაკეთებული განცხადების მიხედვი, დალაი ლამა მზად არის შეხვდეს ჩინეთის პრეზიდენტს ჰუ ძინტაოს იმ არეულობის ფონზე, რომელმაც ტიბეტში არაერთი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა. ჩინეთის ხელისუფლება სწორედ ტიბეტელთა სულიერ ლიდერს დალაი ლამასა და დევნილობაში მყოფ მთავრობას ადანაშაულებს არეულობაში, რომელიც ტიბეტელთა მიერ გამართული ხალხმრავალი მიტინგებით გამოიხატა. პეკინი მიიჩნევს, რომ ტიბეტელთა დევნილ ხელისუფლებას ჩინეთში დაგეგმილი ზაფხულის ოლიმპიური თამაშების ჩაშლა სურს. დალაი ლამა და მისი გარემოცვა ბრალდებას უარყოფენ. პეკინის ინფორმაციით, არეულობის შედეგად, რომელიც ჩინეთის დასავლეთ რეგიონებსაც მოედო, 13 ადამიანი დაიღუპა. ტიბეტის დევნილი ხელისუფლების მტკიცებით კი, დაღუპულია დაახლოებით 100 ადამიანი.
XS
SM
MD
LG