Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ერაყის ხელისუფლების ცნობით, სულ ცოტა


ერაყის ხელისუფლების ცნობით, სულ ცოტა 40 ადამიანი იქნა მოკლული და 200-მდე დაიჭრა

ერაყის ხელისუფლების ცნობით, სულ ცოტა 40 ადამიანი იქნა მოკლული და 200-მდე დაიჭრა
ერაყის უშიშროების ძალებსა და შიიტი სასულიერო პირის, მოყტადა ალ-სადრის ერთგულ შეიარაღებულ დაჯგუფებას შორის შეტაკებებში ქალაქ ბასრაში. ქვეყნის სამხრეთში მდებარე ქალაქში ერაყის არმიის ათასობით ჯარისკაცია განთავსებული, რათა ალ-სადრის ერთგული დაჯგუფების, "მაჰდის არმიის" მებრძოლები განდევნოს ქალაქიდან. პრემიერ-მინისტრმა ნური ალ მალიკიმ დღეს 72 საათი მისცა მეამბოხეებს იარაღის ჩაბარებისთვის. ალ-სადრი გამოვიდა მოწოდებით, მთავრობასთან მოლაპარაკება გაიმართოს. ბაღდადში სულ ცოტა 15 ადამიანი იქნა მოკლული და ასამდე დაიჭრა ერაყისა და შეერთებული შტატების ჯარების ორდღიან შეტაკებებში ალ-სადრის მომხრეებთან.
XS
SM
MD
LG