Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სამხრეთ ავღანეთში ერთი დანიელი ჯარისკაცი


სამხრეთ ავღანეთში ერთი დანიელი ჯარისკაცი დაიღუპა და ერთი დაიჭრა, შეირაღებულ მეამბოხეებთან, სავარაუდოდ –

სამხრეთ ავღანეთში ერთი დანიელი ჯარისკაცი დაიღუპა და ერთი დაიჭრა, შეირაღებულ მეამბოხეებთან, სავარაუდოდ –
თალიბებთან, შეტაკების შედეგად. მრავალეროვანი სამხედრო ძალების სარდლობის ცნობით, ინციდენტი ჰელმანდის პროვინციაში მოხდა, როდესაც სამხედროები პატრულირებას ახორციელებდნენ. დანიის სამხედრო კონტინგენტი ჰელმანდის პროვინციაში 515 ჯარისკაცით არის წარმოდგენილი. დანიელებმა სხვადასხვა დროს 13 ჯარისკაცი დაკარგეს. ჩრდილოეთ ავღანეთში მომხდარი აფეთქების შედეგად, დღეს სამი გერმანელი ჯარისკაცი დაიჭრა. აფეთქება თალიბების მიერ იყო ორგანიზებული.
XS
SM
MD
LG