Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აფხაზეთის ტერიტორიაზე ქართველი სასულიერო პირის


აფხაზეთის ტერიტორიაზე ქართველი სასულიერო პირის წინააღმდეგ განხორციელებულ ძალისმიერ

აფხაზეთის ტერიტორიაზე ქართველი სასულიერო პირის წინააღმდეგ განხორციელებულ ძალისმიერ
ქმედებას გმობენ თბილისში. სახელმწიფო მინისტრმა რეინტეგრაციის საკითხებში თემურ იაკობაშვილმა ამ ინციდენტთან მიმართებით, დღეს კიდევ ერთხელ დააყენა აფხაზეთში მოქმედი სამშვიდობო ძალების მანდატის გადახედვის საკითხი. "ჩვენ მიგვაჩნია, რომ ასეთი უმსგავსობების საფუძველს იძლევა ის სამშვიდობო ფორმატი, რომელიც დღეს არსებობს და არ მუშაობს. და რამდენიც არ უნდა იქნას ლაპარაკი იმაზე, რომ იქ დარჩებიან ეს სამშვიდობოები, შეასრულებენ ისევე, ლამაზად და კოხტად, გაეროსთან ერთად, ვერ ასრულებენ და რაც არ მუშაობს, უნდა იქნეს გადახედილი... და თუ ისინი ვერ უზრუნველყოფენ თუნდაც სასულიერო პირის მოღვაწეობას, ისინი იქიდან უნდა იყვნენ ან გაყვანილი, ან მათი ფორმატი უნდა იქნეს შეცვლილი," – აღნიშნა თემურ იაკობაშვილმა. 10 აპრილს კონფლიქტის ზონაში აფხაზმა შეიარაღებულმა პირებმა ქართველი სასულიერო პირი მამა პიმენ ქარდავა დააკავეს, გაიტაცეს, სასტიკად სცემეს და მოგვიანებით, სამეგრელოს ტერიტორიაზე გადასვლა აიძულეს. პიმენ ქარდავა გალის რაიონის ტერიტორიაზე მღვდელთმსახურებას ეწეოდა.
XS
SM
MD
LG