Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გაეროს გენერალურ მდივან ბან კი


გაეროს გენერალურ მდივან ბან კი მუნის განცხადებით,

გაეროს გენერალურ მდივან ბან კი მუნის განცხადებით,
მსოფლიოში სურსათზე ფასების მკვეთრი ზრდა მწვავე საფრთხეს უქმნის სიღარიბის წინააღმდეგ მიმართულ ბრძოლას. როგორც ბან კი მუნმა განაში, გაეროს ვაჭრობისა და განვითარების კონფერენციის გახსნისას განაცხადა, ზოგ ქვეყანაში მიღებული ზომები, რაც ბრინჯის და ხორბლის ექსპორტის აკრძალვას ითვალისწინებს, ხელის შეშლით ემუქრება საერთაშორისო ვაჭრობასა და გრძელვადიან პერსპექტივაში, შესაძლოა, კიდევ უფრო გაამწვავოს დეფიციტი. გაეროს ლიდერი შიშობს, რომ, თუ სურსათის გაძვირებასთან დაკავშირებით სათანადო ზომებს არ მიმართავენ, მას შესაძლოა ბევრი სხვა პრობლემა მოჰყვეს - უარყოფითი გავლენა ეკონომიკურ ზრდაზე, სოციალურ პროგრესზე და პოლიტიკურ სტაბილურობაზეც კი მთელს მსოფლიოში.
XS
SM
MD
LG