Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთმა დღეს განაცხადა, რომ საქართველოს


რუსეთმა დღეს განაცხადა, რომ საქართველოს უპილოტო თვითმფრინავმა,

რუსეთმა დღეს განაცხადა, რომ საქართველოს უპილოტო თვითმფრინავმა,
რომელიც აფხაზეთის ტერიტორიის თავზე სადაზვერვო ამოცანას ასრულებდა, დაარღვია გაეროს ეგიდით მოქმედი საზავო შეთანხმება. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ეს განცხადება გააკეთა მას მერე, რაც საქართველომ რუსეთს ბრალი დასდო კვირას აფხაზეთის თავზე საქართველოს უპილოტო მზვერავი თვითმფრინავის ჩამოგდებაში. რუსეთის განცხადებაში ნათქვამია, რომ საქართველოს თვითმფრინავი ჩამოაგდეს სეპარატისტებმა და არა რუსეთის სამხედრო თვითმფრინავმა, როგორც ამას თბილისი ამტკიცებს. ოთხშაბათს გაეროს უშიშროების საბჭოში გაიმართება საგანგებო სხდომა, რომელიც აფხაზეთთან დაკავშირებით რუსეთსა და საქართველოს შორის ურთიერთობებში არსებულ კრიზისს დაეთმობა.
XS
SM
MD
LG