Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ირანი აცხადებს, რომ შეერთებული შტატების


ირანი აცხადებს, რომ შეერთებული შტატების მხრიდან თავდასხმა არ არის სავარაუდო,

ირანი აცხადებს, რომ შეერთებული შტატების მხრიდან თავდასხმა არ არის სავარაუდო,
ვინაიდან ვაშინგტონს ერაყსა და ავღანეთში პრობლემებთან უწევს გამკლავება. ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლის, მოჰამად ალი ჰოსეინის თქმით, ძნელი წარმოსადგენია, რომ შეერთებული შტატების ჯარებმა კიდევ ერთ ქვეყანში შეჭრა შეძლონ. გასულ კვირაში შეერთებული შტატების შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტატების უფროსმა, ადმირალმა მაიკ მალენმა და თავდაცვის მინისტრმა რობერტ გეიტსმა ირანს ბრალად დასდეს, რომ ის ერაყელ მეამბოხეებს უწევს სამხედრო დახმარებას და თქვეს, რომ განიხილება ვითარებასთან გამკლავების ყველა სამხედრო ვარიანტი.

XS
SM
MD
LG