Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გაერო ქმნის სამუშაო ჯგუფს, რომელსაც


გაერო ქმნის სამუშაო ჯგუფს, რომელსაც ევალება სურსათის გაძვირებით გამოწვეულ პრობლემებზე მუშაობა.

გაერო ქმნის სამუშაო ჯგუფს, რომელსაც ევალება სურსათის გაძვირებით გამოწვეულ პრობლემებზე მუშაობა.
ამ შესახებ დღეს შვეიცარიის დედაქალაქ ბერნში გამართულ პრეს-კონფერენციაზე განაცხადა გაეროს გენერალურმა მდივანმა ბან კი-მუნმა. [ბან კი-მუნის ხმა] “შევთანხმდით, რომ გლობალურ სასურსათო კრიზისთან დაკავშირებით შეიქმნება გაეროს სამუშაო ჯგუფი, რომელსაც მე ვუხელმძღვანელებ და რომელიც გაეროს შესაბამისი სააგენტოების, აგრეთვე მსოფლიო ბანკისა და საერთაშორისო სავალუტო ფონდის თავმჯდომარეების მონაწილეობით, ეფექტიან და კოორდინირებულ მექანიზმად ჩამოყალიბდება”. ბან კი-მუნის განცხადებით, გაეროს ლიდერები შეიმუშავებენ საშუალო და გრძელვადიან ზომებს, ამასთან პირველი პრიორიტეტია 755 მლნ დოლარის მიწოდება მსოფლიო სასურსათო პროგრამისთვის.
XS
SM
MD
LG