Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოს სახელმწიფო მინისტრი რეინტეგრაციის საკითხებში


საქართველოს სახელმწიფო მინისტრი რეინტეგრაციის საკითხებში თემურ იაკობაშვილი მოუწოდებს ევროკავშირს,

საქართველოს სახელმწიფო მინისტრი რეინტეგრაციის საკითხებში თემურ იაკობაშვილი მოუწოდებს ევროკავშირს,
უფრო აქტიური როლი ითამაშოს ქართულ-აფხაზური კონფლიქტის ზონაში დაძაბულობის შემცირებაში. "ჩვენ, ფაქტობრივად, თავიდან უნდა ავიცილოთ ომი. ფაქტობრივად, თავიდან უნდა ავიცილოთ ის, ვინაიდან ვხედავთ, რა ხდება ადგილზე და მოგვეპოვება იმის ყველა ნიშანი, რომ რუსეთი ცდილობს, საქართველო პროვოკაციაზე წამოაგოს და ომის დაწყებისკენ უბიძგოს მას. ეს სრულიად ნათელია," განაცხადა იაკობაშვილმა დღეს ბრიუსელში ევროკავშირის ხელმძღვანელობასთან შეხვედრისას. იაკობაშვილმა მოუწოდა ევროკავშირს, გააქტიუროს თავისი როლი მათ შორის, კონფლიქტის ზონაში საპოლიციო ოპერაციებში მონაწილეობით.
XS
SM
MD
LG