Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მსოფლიოს ლიდერები მწვავედ აკრიტიკებენ მიანმარის


მსოფლიოს ლიდერები მწვავედ აკრიტიკებენ მიანმარის სამხედრო ხელისუფლებას

მსოფლიოს ლიდერები მწვავედ აკრიტიკებენ მიანმარის სამხედრო ხელისუფლებას
იმის გამო, რომ ის არაადეკვატურად რეაგირებს ორი კვირის წინანდელი დამანგრეველი ციკლონის შედეგებთან ბრძოლის პროცესში. შეერთებული შტატების პრეზიდენტი, ჯორჯ ბუში, მიანმარისთვის სანქციების გამკაცრების შესახებ განცხადებით გამოვიდა. ბრიტანეთის პრემიერ მინისტრმა, გორდონ ბრაუნმა განაცხადა, რომ მიანმარის სამხედრო რეჟიმი ”არაადამიანურად” ექცევა ციკლონით დაზარალებულ დაახლოებით ორ მილიონ ადამიანს. მაგრამ ევროკავშირის ჰუმანიტარული დახმარების კოორდინატორი, ლუი მიშელი ამბობს, რომ სანქციების დაწესება ციკლონით დაზარალებულ ადამიანებს არ უშველის. მიანმარმა საერთაშორისო დახმარების გარკვეული რაოდენობის მიღებაზე თანხმობა განაცხადა, მაგრამ ჰუმანიტარული სააგენტოები ამბობენ, რომ დაზარალებულებამდე ამ დახმარების მხოლოდ ძალიან მცირე ნაწილი აღწევს. ქვეყნის სამხედრო ხელისუფლებამ უჩვეულო ნაბიჯი გადადგა და აღიარა ციკლონის მსხვერპლთა გაზრდილი რიცხვი - დაახლოებით 78, 000. სახელმწიფო ტელევიზიის ცნობით, კიდევ 56,000 ადამიანი დაკარგულია.
XS
SM
MD
LG