Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის ვიცე-პრეზიდენტმა


აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის ვიცე-პრეზიდენტმა, რაულ ხაჯიმბამ,

აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის ვიცე-პრეზიდენტმა, რაულ ხაჯიმბამ,
განაცხადა, რომ მისი აზრით, შესაძლოა ძალის გამოყენება გახდეს საჭირო ზემო კოდორის ხეობაზე კონტროლის დასამყარებლად, იტყობინება საინფორმაციო სააგენტო ”აფსნიპრესი”. ხაჯიმბას თქმით, აფხაზეთის მხარეს კოდორში პრობლემები ექნება მანამ, სანამ იქ ქართული ძალები იქნებიან და ამდენად, შესაძლოა, საკითხის გადაწყვეტა ძალის გამოყენებით გახდეს საჭირო. ამასთან, ხაჯიმბას განცხადებით, არავის, რუსეთის გარდა, არ სურს აფხაზეთის დაცვა. ხაჯიმბა თვითგამოცხადებული რესპუბლიკის ვიცე-პრეზიდენტი ძალაუფლების განაწილების თაობაზე სერგეი ბაღაფშთან მიღწეული შეთანხმების საფუძველზე გახდა. 2004 წლის ბოლოს ჩატარებულ საპრეზიდენტო არჩევნებში ხაჯიმბას დე-დაქტო რესპუბლიკის მაშინდელი მთავრობა და მოსკოვი უჭერდა მხარს. დავა 2005 წლის დასაწყისში დასრულდა ბაღაფშსა და ხაჯიმბას შორის ძალაუფლების გაყოფის თაობაზე მიღწეული შეთანხმებით. ბაღაფში პრეზიდენტი გახდა, ხაჯიმბა - ვიცე-პრეზიდენტი.
XS
SM
MD
LG