Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჩრდილოეთმა კორეამ დღეს მის იონგბიონის


ჩრდილოეთმა კორეამ დღეს მის იონგბიონის ატომურ სადგურზე

ჩრდილოეთმა კორეამ დღეს მის იონგბიონის ატომურ სადგურზე
გამაგრილებელი კოშკი გაანადგურა. კოშკის აფეთქების ამსახველი კადრები საერთაშორისო ტელესადგურებით გადაიცა. ერთი დღით ადრე, ჩრდილოეთმა კორეამ ჩინეთს ატომურ სფეროში თავისი ნაბიჯების ამსახველი ანგარიში ჩააბარა. შეერთებული შტატების პრეზიდენტი, ჯორჯ ბუში, ჩრდილოეთი კორეის მიერ ამ ანგარიშის ჩაბარებას თავშეკავებით მიესალმა, და სანქციების შემსუბუქების შესახებ მყისიერი ზომების გატარებაზე გააკეთა განცხადება. ატომური ანგარიშის ჩაბარება 2007 წლის თებერვალში მიღწეული შეთანხმების ნაწილი იყო. შეთანხმებას რამდენიმეწლიანი მოლაპარაკება უძღვოდა წინ.
XS
SM
MD
LG