Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

იტალიის შინაგან საქმეთა მინისტრი სკანდალში


იტალიის შინაგან საქმეთა მინისტრი სკანდალში გაეხვა, მას შემდეგ რაც განაცხადა,

იტალიის შინაგან საქმეთა მინისტრი სკანდალში გაეხვა, მას შემდეგ რაც განაცხადა,
რომ იტალიაში მცხოვრები ყველა ბოშისთვის - მათ შორის ბავშვებისთვის - თითის ანაბეჭდის აღებას აპირებს. რობერტო მარონის სიტყვები გაზეთ ”კორიერე დელა სერაში” დაიბეჭდა - მისი თქმით, ეს გეგმა იმიტომ არის საჭირო, რომ ბოშები ბავშვებს მათხოვრობას აიძულებენ, და ისინი ქალაქიდან ქალაქში დაჰყავთ იმ მიზნით, რომ შემოწმებებს აარიდონ თავი. გაეროს ბავშვთა ფონდის იტალიის წარმომადგენლობამ ”გაკვირვება და ღრმა შეშფოთება” გამოხატა ამ გეგმასთან დაკავშირებით. გეგმა პრემიერ მინისტრ სილვიო ბერლუსკონის კონსერვატორული მთავრობის მიერ შემუშავებული, ქუჩის დანაშაულთან ბრძოლის სტრატეგიის ნაწილია. ევროსაბჭოს გენერალური მდივნის, ტერი დევისის თქმით, ”გეგმა გარკვეულ ისტორიულ ანალოგიებს აღძრავს - და ეს ანალოგია იმდენად აშკარაა, რომ საჭირო არც არის მისი დაკონკრეტება .”
XS
SM
MD
LG