Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

შეერთებულმა შტატებმა და ჩეხეთის რესპუბლიკამ


შეერთებულმა შტატებმა და ჩეხეთის რესპუბლიკამ ხელი მოაწერეს ხელშეკრულებას,

შეერთებულმა შტატებმა და ჩეხეთის რესპუბლიკამ ხელი მოაწერეს ხელშეკრულებას,
რომლის ძალით, ჩეხეთის რესპუბლიკა თავის ტერიტორიაზე განათავსებს სარადარო ბაზას შეერთებული შტატების დაგეგმილი ანტისარაკეტო თავდაცვის სისტემისთვის. ხელშეკრულებას დღეს პრაღაში მოაწერეს ხელი შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა კონდოლიზა რაისმა და ჩეხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა კარელ შვარცენბერგმა. ხელშეკრულება რატიფიცირებულ უნდა იქნეს ჩეხეთის პარლამენტის მიერ და მას ხელი უნდა მოაწეროს შეერთებული შტატების პრეზიდენტმა. ვაშინგტონს სურს აგრეთვე 10 გადამტაცი რაკეტის განთავსება პოლონეთში, მაგრამ ვარშავასთან მოლაპარაკებები ჩიხში შევიდა.

XS
SM
MD
LG