Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გაეროს უშიშროების საბჭომ განიხილა გაეროს


გაეროს უშიშროების საბჭომ განიხილა გაეროს გენერალური მდივნის შუალედური მოხსენება,

გაეროს უშიშროების საბჭომ განიხილა გაეროს გენერალური მდივნის შუალედური მოხსენება,
რომელიც აფხაზეთის კონფლიქტის ზონაში გასული 4 თვის განმავლობაში შექმნილ ვითარებას ასახავს. სხდომა დახურულ კარს მიღმა გაიმართა. ბან კი მუნის შეფასებით, სიტუაციის დაძაბვა არა მხოლოდ ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის დარღვევამ, არამედ საქართველო-რუსეთის ისედაც რთული ურთიერთობის გამწვავებამ განაპირობა. გაეროში რუსეთის მუდმივმა წარმომადგენელმა საქართველოს ხელისუფლებას კონფლიქტურ ზონებში პროვოკაციების შეწყვეტისა და პრობლემის პოლიტიკური გზით მოგვარებისკენ მოუწოდა. ვიტალი ჩურკინის განცხადებით, რუსეთი მიესალმება აფხაზეთის კონფლიქტის მოსაგვარებლად გერმანიის მიერ შემუშავებულ გეგმას, თუმცა, კვლავ მიაჩნია, რომ ამ თემაზე მოლაპარაკების დაწყებამდე თბილისი საომარი მოქმედებების განუახლებლობის შეთანხმების ხელმოწერას უნდა დათანხმდეს.
XS
SM
MD
LG