მიმდინარე წელს რუსეთში ქსენოფობიისა და რასიზმის ნიადაგზე
დაახლოებით 200 თავდასხმა მოხდა. დაიღუპა 73 ადამიანი. ადამიანის უფლებების მოსკოვის ბიუროს დირექტორის, ალექსანდრ ბროდის თქმით, ამგვარი თავდასხმები ყველაზე ხშირად მოსკოვში, სანკტ-პეტერბურგში და სვერდლოვსკის ოლქში ხდება. მთლიანად რუსეთში რადიკალურ-ნაციონალისტური ორგანიზაციების 60 ათასამდე აქტივისტი მოქმედებს. ყველაზე ხშირად ისინი თავს ესხმიან კავკასიისა და შუა აზიის ქვეყნების წარმომადგენლებს, და სექსუალურ უმცირესობებს.