Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ქართული პრესის მიმოხილვა


დღეს გამოსულ ქართულ პრესაში ძირითადად გასული დღე–ღამის განმავლობაში ქართულ-ოსური კონფლიქტის ზონასა და

სრულიად საქართველოში განვითარებული მოვლენების ქრონოლოგიასა და ცხელი წერტილებიდან რეპორტაჟებს ბეჭდავს. იბეჭდება ექსპერტთა მოსაზრებებიც და უცხოეთის წამყვანი სახელმწიფოების გამოხმაურებებიც– ანუ ომის ექო უცხოეთდან და ომი დასავლური პრესის ფურცლებზე. დავიწყოთ გაზეთ 24 საათით, რომლის მოწინავე სტატია საქართველოს წინააღმდეგ რუსეთის აგრესიას სამამულო ომის კვალიფიკაციას აძლევს და ცხინვალის რეგიონში საქართველოს ხელისუფლების მიერ წამოწყებულ საბრძოლო ოპერაციებს საციცოცხლო აუცილებლობით მიღებულ გადაწყვეტილებად აფასებს. გაზეთი „რეზონანსი“ , თავის მხრივ, გორსა და კონფლიქტის მომდებარე რაიონში შექმნილ მდგომარეობაზე კონფლიქტის ზონაში მომუშავე ჟურნალისტებსაც გაესაუბრა. აი, რა უთხრა გაზეთს ჟურნალისტმა კობა ბენდელიანმა“ დიდი და პატარა ლიახვის მოსახლეობა ჩემს თვალში უბრალოდ გმირია. მაშინაც კი არ ტოვებს თავის სახლ–კარს, როდესაც ჭურვი სახლიდან 10 მეტრში, ხუთ მეტრში სკდება. როდესაც ამ ხეობაში გადიხარ, გიჩნდება ისეთი განცდა, რომ ეს ყველაფერი შეიძლება არ მომხდარიყო, მაგრამ ქართული მხარე იძულებული გახდა, ეს ნაბიჯი გადაედგა. რა არის აქ დასამალი. ასე ფიქრობს კონფლიქტის ზონაში მომუშავე ჟურნალისტი კობა ბენდელიანი. გაზეთ რეზონანში დღეს ქვეყნდება ასევე ექსპერტების მოსაზრებები. მთავარი აქცენტი აქაც მკაფია–ექსპერტების აზრით, ახლა მთავარი საერთაშორისო საზპგადოების მხარდაჭერაა. –––ციტატა გაზეთდან –ჩემთვის.

მოვლენების განვითარების სავარაუდო სქემაზე მსჯელობს დღეს გაზეთი „ალიაც“ . კერძოდ სამხედრო ექსეპრტი ირაკლი სესაიშვილი კითხვაზე, შესაძლებელია თუ არა ნატომ ოფიციალური დახმარება გაუწიოს საქართველოს პასუხობს– ციტატა

დღესვე გაზეთ ალიაში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი რეინტეგრაციის საკითხებზე თმურ იაკობაშვილი ამბობს, რომ საერთაშორისო ორგანიზაცეიბთან სერიოზული მუშაობა მიდის, რამდენიმე დღეში თბილისში ჩამოვა ეუთოს თავმჯდომარე, ფინეთის საგაროე საქმეთა მინისტრი და სხვა მაღალჩინოსნები. თემურ იაკობაშვილი ამბობს, რომ მთელი მსოფლიო ფეხზე დგას, მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ეს არის ჩვენი სამამულო ომი და ამ ომში ქვეყანამ უნდა დაამტკიცოს, იმსახურებს სახელმწიფოს. ამ ომის შემდეგ საქართველო ან იარსებებ, ან არა, ეს ომი ჩვენთვის ყოფნა–არყოფნის საკითხიაო–ასეთია საქართველოს სახელმწიფო მინისტრის შეფასება, რომელსაც გაზეთი ალია გვთავაზობს. დღესვე გაზეთი მსჯელობს თემაზე, ემუქრება თუ არა საფრთხე საქართველოს ეკონომიკას, გამოიწვევს თუ არა საომარი მოქმედებები ლარის დევალვაციას, გაიზრდება თუ არა პროდუქტებზე ფასები და ასე შემდეგ. აი, რა უთხრა ალიას ლადო პაპავამ „
XS
SM
MD
LG