Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

როგორც დღეს გაეროს უშიშროების საბჭოში


როგორც დღეს გაეროს უშიშროების საბჭოში გამართულ საგანგებო სხდომაზე განაცხადა

როგორც დღეს გაეროს უშიშროების საბჭოში გამართულ საგანგებო სხდომაზე განაცხადა
შეერთებული შტატების ელჩმა გაეროში, ზალმაი ხალილზადმა, კვირას რუსეთის საგარეო საქმეთა მიანისტრმა სერგეი ლავროვმა შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანთან, კონდოლიზა რაისთან შეხვედრისას თქვა, რომ "საქართველოს პრეზიდენტი უნდა წავიდეს". ხალილზადმა გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომის შემდეგ ჟურნალისტებთან შეხვედრაზე განაცხადა: "ჩვენ გვინდა, ჩვენს რუს კოლეგებს გავაგებინოთ, რომ წარსულს ჩაბარდა ის დრო, როცა ევროპაში მთავრობების ჩამოგდება სამხედრო ძალის გამოყენებით იყო შესაძლებელი. და არსებობს საფრთხე, რომ წარსულისადმი რუსეთის ნოსტალგია ამ თვალსაზრისითაც შეიძლება გამოვლინდეს."
XS
SM
MD
LG