Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რომის პაპმა, ბენედიქტე მეთექვსმეტემ გამოთქვა


რომის პაპმა, ბენედიქტე მეთექვსმეტემ გამოთქვა მოწოდება

რომის პაპმა, ბენედიქტე მეთექვსმეტემ გამოთქვა მოწოდება
საქართველოსა და სამხრეთ ოსეთის თვითგამოცხადებულ რესპუბლიკას შორის ჰუმანიტარული დერეფნების ამოქმედებისკენ.
კასტელ განდოლფოს საზაფხულო რეზიდენციაში გამოსვლისას, რომის კათოლიკური ეკლესიის მეთაურმა განაცხადა:
პაპის ხმა: "მოგიწოდებთ, დაუყოვნებლივ გაიხსნას ჰუმანიტარული დერეფნები სამხრეთ ოსეთსა და დანარჩენ საქართველოს შორის, რათა შესაძლებელი გახდეს იმ დაღუპულთა ღირსეული დაკრძალვა, ვინც ჯერაც უპატრონოდ არის მიტოვებული, შესაძლებელი გახდეს დაჭრილთა მკურნალობა და ოჯახები კვლავ გაერთიანდნენ."
ბენედიქტე მეთექვსმეტემ საერთაშორისო თანამეგობრობას მოუწოდა, დიალოგის გზითა და კეთილი ნებით განაგრძოს ძალისხმევა კონფლიქტის მოგვარების მიზნით.
XS
SM
MD
LG