Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გორის რაიონის სოფელ სკრასთან ხანძარი


გორის რაიონის სოფელ სკრასთან ხანძარი ლოკალიზებულია. ხანძარი დილით ნავთობით დატვირთულ ვაგონებს გაუჩნდა.

გორის რაიონის სოფელ სკრასთან ხანძარი ლოკალიზებულია. ხანძარი დილით ნავთობით დატვირთულ ვაგონებს გაუჩნდა.
ხანძარი სავარაუდოდ, რუსეთის ჯარების მიერ დამონტაჟებული ნაღმის აფეთქების შედეგად გაჩნდა. შიდა ქართლის პრესსამსახურის ინფორმაციით, ხანძარი მატარებლის ნავთობით დატვირთულ სამ ვაგონს გაუჩნდა. ხანძრის ჩასაქრობად მობილიზებული იყო გორში ორი დღის წინ გადაყვანილი ოთხი სახანძრო მანქანა, რომელსაც დღეს 11:00 საათზე ერთი სახანძრო მანქანა დაემატა. საგანგებო სიტუაციათა სამსახურის ინფორმაციით, ხანძრის ლოკალიზება 14:00 საათისათვის მოხერხდა.

XS
SM
MD
LG