ასევე სამომავლოდ რუსეთზე, არსებობს დაუყოვნებლივ გადასადგმელი ნაბიჯები და ამაზე ყველა მიუთითებს. თუმცა უნდა ითქვას, რომ ამ შესაძლო ქმედებების დაკონკრეტება არცთუ ადვილი აღმოჩნდა. პირველ ნაბიჯად ყველა რუსეთთან ყოველგვარი დიპლომატიური ურთიერთობების გაწყვეტას ასახელებს”, - წერს ”რეზონანსი”.
გაზეთი დღეს ”შავი ზღვის ”კარიბიზაციის” საფრთხეზე წერს და შექმნილ ვითარებას გასული საუკუნის 60-იან წლებში განვითარებულ პროცესებს ადარებს: ”რა მოხდება მას შემდეგ, რაც ერთმანეთის პირისპირ ნატოსა და რუსეთის სამხედრო გემები აღმოჩნდებიან? ამ კითხვაზე ქართველ ექსპერტებს ერთი პასუხი აქვთ - მათი თქმით, დღეს არც ერთი და არც მეორე მხარე სამხედრო მოქმედებებს არ დაიწყებს”, - წერს ”რეზონანსი”, რომელიც დღეს დიდი ბრიტანეთის მიერ წამოჭრილ ანტირუსული კოალიციის იდეასაც აანალიზებს. სოსო ცისკარიშვილის კომენტარი: ”რას მოიმოქმედებს დასავლეთი? ნათქვამია, აღდგომა და ხვალეო. მერკელი ითხოვს სასწრაფოდ მიეცით მაპ-ი საქართველოსო, სარკოზი იწვევს ევროკავშირის სხდომას საქართველოს საკითხთან დაკავშირებით, აშშ თავის პოზიციას მკვეთრად აფიქსირებს. რასაკვირველია, ევროპა აცნობიერებს თავის დამოკიდებულებას ენერგორესურსებზე და არჩევანის წინაშე დგას - გულს და სინდისს მისცემს უპირატესობას თუ კუჭს და განცხრომას? ეს მარტივი ასარჩევი არ არის სახელმწიფოების ლიდერებისთვის, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან საკუთარი ხალხის წინაშე”, - ამბობს სოსო ცისკარიშვილი. ”რეზონანსი” ბეჭდავს მის კომენტარს სხვა ექსპერტების მოსაზრებებთან ერთად.
”ვერსია” აქვეყნებს ინტერვიუს პატრიკ უორმთან, რომელიც გახლავთ კომპანია ”ასპექტ კონსალტინგის” თანამშრომელი და, როგორც ”ვერსია” წერს, შარშანდლიდან საქართველოს მთავრობას გარე რეპუტაციის მართვასა და პოლიტიკური კომუნიკაციის უზრუნველყოფაში ეხმარება. პატრიკ უორმი ამბობს: ”შეიძლება ცოტა უხერხული მოსასმენია, მაგრამ ეს ომი ”ოქროს შესაძლებლობაა” ცნობიერების ამაღლების თვალსაზრისით”. უორმი დასძენს: ”კრემლი მომართულია ბიზნესის მთავარ პრინციპზე - ფულის კეთებაზე. თუმცა ეს ის კონკრეტული შემთხვევაა, როცა კრემლმა უფრო მეტი მოინდომა, ვიდრე ფულის კეთებაა - გავლენა. არ დაგვავიწყდეს პუტინის განცხადება ინაუგურაციის შემდეგ. გავყვეთ მოვლენებს: პუტინის არჩევის შემდეგ შეიცვალა ჰიმნი, საბჭოთა კავშირის დაშლა კატასტროფად შეფასდა, შემდეგ ააფეთქეს საცხოვრებელი უბნები საკუთარ მიწაზე, ჩეჩნეთში ორჯერ დაიწყეს ომი და სრულიად გაანადგურეს. ეს ყველაფერი უფრო მეტია, ვიდრე მხოლოდ ფულის კეთება”, - ამბობს პატრიკ უორმი ”ვერსიისთვის” მიცემულ ინტერვიუში.
”24 საათი”: ”საქართველოს წინააღმდეგ მოსკოვმა გუშინ ბოლო ”კოზირი” გამოიყენა - პრეზიდენტმა მედვედევმა აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარების შესახებ გადაწყვეტილება მიიღო. როგორც მოსალოდნელი იყო, პრაქტიკულად მთელმა მსოფლიომ ეს გადაწყვეტილება უმალვე დაგმო. მოწონებით ამ ნაბიჯს გუშინ მხოლოდ ”ჰამასი” შეხვდა. მოსკოვი აცხადებს, რომ დასავლეთთან დაპირისპირება და იზოლაცია მას არ აშინებს. იმავდროულად, დასავლეთს, რომელიც მოსკოვის წინააღმდეგ ერთხმად გამოვიდა, რუსეთის ქმედებებზე რეაგირების კონკრეტულ ნაბიჯებზე საერთო პოზიცია ჯერჯერობით არ აქვს”, - წერს ”24 საათი”.
”ჩვენ მთლიანად დაცული არ აღმოვჩნდით. ჩვენ მზად არ აღმოვჩნდით ასეთი მასშტაბური აგრესიის მოსაგერიებლად და, როგორც ითქვა, არ ველოდით ასეთ აგრესიას”, - ამბობს პოლიტოლოგი მალხაზ მაცაბერიძე, რომელთან ინტერვიუსაც ”საქართველოს რესპუბლიკა” აქვეყნებს. რესპონდენტი დასძენს: ”მაგრამ მსოფლიომ ამ აგრესიის პირობებში რუსეთს საშუალება არ მისცა ახლა 1921 წელი გაემეორებინა. და ეს, ცხადია, ამ მხარდაჭერის ეფექტიანობაზე მეტყველებს, თუ შევადარებთ 1921 წელს რა გააკეთა რუსეთმა.”
”ახალი თაობის” კორესპონდენტი რეინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის მოადგილე ელენე თევდორაძეს ესაუბრა. ციტატა ინტერვიუდან: ”როცა ცხინვალიდან გამოაცხადეს, რომ დაიღუპა 2000 ოსი, რას იფიქრებდა ჩრდილოელი ოსი? ის გამხეცდებოდა, ის ყველაფერზე წავა. მაგრამ ეს ხომ ტყუილი იყო. უბრალოდ, იმიტომ რომ 7 აგვისტოს მე იაკობაშვილთან ერთად ვიყავი ცხინვალში, ცენტრში, და იქ სიცარიელე ვნახეთ. იქ არ გვინახავს არც ადამიანი და არც მანქანა. მეტს გეტყვით, ფანჯრები კარგად იყო დახურული და ფარდებჩამოფარებული. ცხინვალი ცარიელი იყო. სამაგიეროდ, როცა გამოვდიოდით, ქართველების სოფლები სავსე იყო ხალხით”, - ამბობს ელენე თევდორაძე. ”ახალი თაობა” აქვეყნებს მასთან ინტერვიუს.