მოახლოებული, ნოემბრის საპრეზიდენტო არჩევნებისთვის. თუმცა, რესპუბლიკელთა შეკრების ნამდვილი ვარსკვლავი ჯონ მაკკეინი კი არა, სარა პეილინი აღმოჩნდა: ვიცე-პრეზიდენტობის კანდიდატი, რომელსაც წუხელ პირველად მიეცა შანსი, მიემართა აუდიტორიისთვის მთელს ამერიკასა და - თუ საყოველთაო ინტერესს გავითვალისწინებთ - მთელს მსოფლიოში.
თითქმის ერთი კვირის წინ, პარასკევს, სარა პეილინი ყველასთვის მოულოდნელად დასახელდა მაკკეინის მიერ შერჩეულ კანდიდატად ვიცე-პრეზიდენტის პოსტისთვის. და თუ მანამდე ალასკის ახალგაზრდა და ახალბედა გუბერნატორი (ის ორი წელიც არ არის, რაც ამ პოსტზე აირჩიეს) ამერიკის მასშტაბით, პრაქტიკულად, სრულიად უცნობი ფიგურა იყო, განვლილი დღეების მანძილზე - მასმედიის საშუალებით - მასზე ამერიკასა და უცხოეთში უამრავი რამ შევიტყვეთ.
შევიტყვეთ, რომ 44 წლის სარა პეილინი მშობლიური პროვინციული ქალაქის, ვასილას სილამაზის დედოფალი იყო; რომ ხუთი შვილის დედაა; ემხრობა იარაღის ფლობის უფლებას; რომ ეწინააღმდეგება აბორტსა და, საერთოდაც, კონსერვატიული ფასეულობების თავგამოდებულ დამცველებს მიეკუთვნება, რის გამოც პოპულარობით სარგებლობს რესპუბლიკელ ევანგელისტ ქრისტიანებს შორის.
თუმცა, სარა პეილინზე შევიტყვეთ ვიცე-პრეზიდენტობის კანდიდატის იმიჯისთვის ამერიკაში არცთუ მომგებიანი ინფორმაციაც: თუნდაც ის, რომ ალიასკის გუბერნატორს დაქირავებული ჰყავდა ადვოკატი მის დასაცავად კორუფციის ბრალდებებიდან; ის, რომ პეილინის ქმარი მანქანის ნასვამ მდგომარეობაში მართვისთვის დააკავეს; ის, რომ პეილინის 17 წლის ქალიშვილი ორსულადაა.
ამ, კრიტიკული ინფორმაციის გამოც მოუთმენლად მოელოდნენ რესპუბლკური პარტიის ყრილობაზე სარა პეილინის გამოსვლას. და აი, რა მოისმინეს შეკრებილებმა: [პეილინის ხმა] “მე არა ვარ პოლიტიკური ისტაბლიშმენტის წევრი და ბოლო რამდენიმე დღე საკმარისი აღმოჩნდა იმისთვის, რომ მივმხვდარიყავი: თუ არა ხარ ვაშინგტონური ელიტის წევრი, მარტო ამის გამო შეიძლება ჩაგთვალოს მასმედიის ზოგმა წარმომადგენელმა არაკვალიფიციურ კანდიდატად. მაგრამ აქვე ვთავაზობ მოკლე ცნობას ყველა ასეთ რეპორტიორსა და კომენტატორს: ვაშინგტონში იმისთვის არ მივდივარ, რომ თქვენი კარგი შეფასება მოვიპოვო - ვაშინგტონში მივდივარ იმისთვის, რომ ვემსახურო ამ ქვეყნის ხალხს”.
სარა პეილინის ამ სიტყვებმა დიდი მოწონება დაიმსახურა რესპუბლიკელების ყრილობაზე. შეკრებილებმა მოისმინეს ასევე ვიცე-პრეზიდენტობის კანდიდატის მონათხრობი მის საქმიანობაზე ალასკაში - შტატის ბიუჯეტის გაზრდით მიღწეულ წარმატებაზე, მოისმინეს დაპირება, რომ ნოემბრის არჩევნებში რესპუბლიკელების წარმატების შემთხვევაში, შემცირდება ამერიკის დამოკიდებულება უცხოურ ნავთობზე.
პეილინის შეფასებით, შეერთებულ შტატებს სხვა გამოსავალი არა აქვს გარდა იმისა, რომ იზრუნოს საკუთარი ენერგორესურსების უფრო მასშტაბურ გამოყენებაზე: [პეილინის ხმა] “მაშინ, როცა რუსეთს სურს სასიცოცხლო მნიშვნელობის მილსადენის გაკონტროლება კავკასიაში და სურს ჩვენი ევროპელი მოკავშირეებს დაყოფა და დაშინება იარაღად ენერგიის გამოყენებით, თავს ვერ მივანდობთ მარტო უცხოელ მომმარაგებლებს. იმ საფრთხესთან გასამკლავებლად, რომ ირანმა შშესაძლოა სცადოს მსოფლიოს ენერგომომარაგების თითქმის მეხუთედის გადაკეტვა, რომ ტერორისტები შესაძლოა თავს დაესხნენ აბყაიყის საწარმოს საუდის არაბეთში ან ვენესუელამ შესაძლოა შეწყვიტოს ნავთობის მოწოდება, ჩვენ, ამეკრიელებმა უნდა ვაწარმოოთ მეტი ნავთობი და გაზი. და დაუჯერეთ ქალს, რომელსაც რაღაც გაეგება, იცნობს ჩრდილოეთ ალასკას - ორივე (გაზიც და ნავთობიც) ბევრი გვაქვს”.
ქალი, რომელიც ჩრდილოეთ ალასკას იცნობს, რასაკვირველია თვით სარა პეილინია, ალასკის გუბერნატორი 2006 წლის ნოემბრიდან - მანამდე კი ალასკის მომცრო ქალაქის მერი. მართვის ამ, მოკრძალებული გამოცდილების გამო, დემოკრატების ბანაკიდან მომდინარე კრიტიკა სარა პეილინს უპასუხოდ არ დაუტოვებია: [პეილინის ხმა] “ვიდრე ალასკის შტატის გუბერნატორი გავხდებოდი, ჩემი მშობლიური ქალაქის მერი ვიყავი. და რახან ჩვენი ოპონენტები ამ საპრეზიდენტო არჩევნებში, როგორც ჩანს, ზემოდან უყურებენ ამ გამოცდილებას, ნება მიბოძეთ მათ განვუმარტო, რას მოიცავს ეს სამუშაო: პატარა ქალაქის მერობა დაახლოებით ისეთივე საქმეა, როგორც ადგილობრივი მოსახლეობის აქტივისტთა ჯგუფის ხელმძღვანელობა, ოღონდ იმავდროულად რეალურ პასუხისმგებლობასაც გულისხმობს.”
სარა პეილინს შემთხვევით არ უხსენებია “ადგილობრივი მოსახლეობის აქტივისტთა ჯგუფის ხელმძღვანელობა” - ამ ფუნქციას თავისი კარიერის დასაწყისში ასრულებდა აშშ-ის პრეზიდენტობის დემოკრატი კანდიდატი ბარაკ ობამა, რომელსაც, თავის მხრივ, რესპუბლიკელები აკრიტიკებენ, მათი შეფასებით, გამოუცდელობის გამო.
ამდენად, აშშ-ში წინასაარჩევნო დაპირისპირება გრძელდება და ჯერ არ არის ნათელი, ზრდის თუ არა ნოემბრის საპრეზიდენტო არჩევნებში მაკკეინის გამარჯვების შანსებს ვიცე-პრეზიდენტობის კანდიდატად სარა პეილინის არჩევა.
გაზეთ USA Today-ის მიერ ჩატარებული გამოკითხვის შედეგებით, ამ ეტაპზე ლიდერობს ბარაკ ობამა ხმების 50 პროცენტით, ჯონ მაკკეინს ემხრობა გამოკითხულთა 43 პროცენტი.