Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სომხეთის ენერგეტიკის მინისტრის განცხადებით, სომხეთმა


სომხეთის ენერგეტიკის მინისტრის განცხადებით, სომხეთმა ხელი მოაწერა შეთანხმებას,

სომხეთის ენერგეტიკის მინისტრის განცხადებით, სომხეთმა ხელი მოაწერა შეთანხმებას,
თურქეთისთვის ელექტროენერგიის მიწოდების შესახებ. არმენ მოვსისიანის განცხადებით, სომხეთის ელექტროსადგურების მიერ თურქეთის - მისი აღმოსავლეთ რეგიონების - მომარაგება მომავალი წლის დასაწყისიდან არის დაგეგმილი. საქმე ეხება ორ ქვეყანას შორის ეკონომიკის სფეროში პირველ ასეთ შეთანხმებას, რომელსაც წინ უსწრებდა სომხეთში თურქეთის პრეზიდენტის ისტორიული ვიზიტი. ამ ვიზიტს უკავშირდება იმედი, რომ მხარეები დაძლევენ მრავალწლიან უთანხმოებას და დაამყარებენ დიპლომატიურ ურთიერთობას.
XS
SM
MD
LG