Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთის ჯარებმა და ჯავშანტექნიკამ დასავლეთ


რუსეთის ჯარებმა და ჯავშანტექნიკამ დასავლეთ საქართველოში ფოთი, სენაკი და ხობი დატოვეს.

რუსეთის ჯარებმა და ჯავშანტექნიკამ დასავლეთ საქართველოში ფოთი, სენაკი და ხობი დატოვეს.
სახელმწიფო უშიშრობის საბჭოს მდივანი კახა ლომაია მესალმა ამ ნაბიჯს, რომელსაც ითვალისწინებს ევროკავშირ-რუსეთის შეთანხმების 8 სექტემბერს ხელმოწერილი ერთ-ერთი დამატებითი პირობა. იქვე ლომაიამ გამოთქვა იმედი, რომ რუსეთი, დაპირებისამებრ, 10 ოქტომბრამდე გაიყვანს ჯარებს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის გარეთ მდებარე ქართული ტერიტორიებიდან. მათ ევროკავშირის დამკვირვებლები უნდა ჩაენაცვლონ. დღესვე ევროკავშირის საგარეო-პოლიტიკურმა ლიდერმა ხავიერ სოლანამაც გამოთქვა იმედი, რომ რუსეთი დანაპირებს შეასრულებს: [სოლანას ხმა] “10 ოქტომბრამდე საქართველოს ტერიტორიის ეს ნაწილი (სეპარატისტული რეგიონების გარეთ რაც არის), რუსული ჯარების გარეშე უნდა იყოს. ეს არის ყველაზე მთავარი”.
XS
SM
MD
LG