დღეს ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სესიაზე დაიწყო საქართველო-რუსეთის ომის შედეგებზე მსჯელობა.
დებატების მთავარმა მომხსენებელმა ლუკ ვან დერ ბრანდემ განაცხადა, რომ ქართულ-ოსური კონფლიქტის გამწვავების შემდეგ, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ კავკასიაში არსებული სიტუაციის მუდმივი მონიტორინგი უნდა განახორციელოს. აგვისტოს მოვლენებს ვან დერ ბრანდემ ადამიანური ტრაგედია უწოდა და განაცხადა, რომ აუცილებელია საერთაშორისო გამოძიების დაწყება. დებატები სტრასბურგში ხუთშაბათს გაგრძელდება და კენჭისყრით დასრულდება. ამასთან, ხვალ ასამბლეის დეპუტატები რუსეთის დელეგაციის უფლებამოსილების გადახედვის საკითხზე იმსჯელებენ.