Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ-ს პრეზიდენტობის კანდიდატებმა


აშშ-ს პრეზიდენტობის კანდიდატებმა

აშშ-ს პრეზიდენტობის კანდიდატებმა
ბარაკ ობამამ და ჯონ მაკკეინმა წინასაარჩევნო დებატებში რუსეთი კვლავ გააკტრიტიკეს,
დებატების დროს, ჟურნალისტმა რონალდ რეიგანის ცნობილი ფრაზა - საბჭოთა კავშირი "ბოროტების იმპერიაა" - ახსენა და ორივე კანდიდატს კითხვა დაუსვა, "არის თუ არა რუსეთი ვლადიმერ პუტინის მმართველობაში "ბოროტების იმპერია".
როგორც ობამამ განაცხადა, "ისინი (რუსები) ბოროტების დემონსტრირებას ახდენენ. მე ვფიქრობ, რომ საჭიროა შევიგნოთ, რომ ეს უკვე ძველი საბჭოთა კავშირი არ არის, მაგრამ მათ ძველებურად ნაციონალისტური იმპულსები ამოძრავებთ და ეს ჩემის აზრით საშიშია".
"შესაძლებელია", განაცხადა იგივე შეკითხვაზე ღიმილით მაკკეინმა.
"ეს დამოკიდებულია იმაზე, ჩვენ როგორ ვუპასუხებთ რუსეთს და სხვა ბევრ რამეზეც არის დამოკიდებული. თუ ვიტყვი "კი"-ს ეს იმაზე მიანიშნებს, რომ ჩვენ ისევ "ცივ ომს" ვაღვივებთ, თუ ვიტყვი "არა"-ს ეს იგნორირებას გაუკეთებს მათ საქციელს", -აღნიშნა მაკკეინმა.
მაკკეინმა ასევე განაცხადა, რომ აშშ-მ უკრაინისთვის და საქართველოსთვის "მორალური მხარდაჭერის დემონსტრირება უნდა მოახდინოს", მანვე აღნიშნა უკრაინის და საქართველოს ნატოში შესვლის აუცილებლობის შესახებ.
XS
SM
MD
LG