Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დღეს ენგურის ხიდზე იმყოფებოდა ევროკავშირის


დღეს ენგურის ხიდზე იმყოფებოდა ევროკავშირის

დღეს ენგურის ხიდზე იმყოფებოდა ევროკავშირის
მეთვალყურეთა მისიის ხელმძღვანელი, გერმანელი დიპლომატი ჰანსიორგ ჰაბერი და მოგვიანებით, ზუგდიდში გამართულ ბრიფინგზე შედეგები დადებითად შეაფასა. ჰაბერმა კიდევ ერთხელ ანიშნა, რომ მისი მისიის მანდატი სრულად ფარავს მთელი საქართველოს ტერიტორიას, აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ჩათვლით, თუმცა ამ ეტაპზე მეთვალყურეთა მისია აკონტროლებს პროცესს, რომელიც რუსეთის არმიის დროულ გასვლას გულისხმობს სეპარატისტული რეგიონების მიმდებარე ტერიტორიებიდან. გერმანელი დიპლომატის თქმით, პროცესი ჯერჯერობით კარგად მიმდინარეობს.
XS
SM
MD
LG