დღეს საქართველოს პრემიერ-მინისტრი ლადო გურგენიძე ფინანსთა მინისტრ ნიკა გილურთან ერთად გაემგზავრა აშშ-ში,
სადაც რუსეთის აგრესიის შედეგად საქართველოში არსებული ეკონომიკური ვითარება იქნება განხილული. ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია შეხვედრები მსოფლიო ბანკის, საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და ევროპის განვითარებისა და რეკონსტრუქციის ბანკის ხელმძღვანელობასთან, ასევე აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილესთან ბიზნესის, ეკონომიკისა და სოფლის მეურნეობის საკითხებში რუბენ ჯეფრისთან. აშშ-ის ვიზიტის ფარგლებში ლადო გურგენიძე ასევე შეხვდება სომხეთის პრემიერ-მინისტრს ტიგრან სარქისიანს, იტყობინება საქართველოს მთავრობის პრესსამსახური. ვიზიტი 16 ოქტომბერს დასრულდება.