Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოში შექმნილი სიტუაციის გამო, ევროკავშირსა


საქართველოში შექმნილი სიტუაციის გამო, ევროკავშირსა და ეუთოსთან კონსულტაციების მიზნით,

საქართველოში შექმნილი სიტუაციის გამო, ევროკავშირსა და ეუთოსთან კონსულტაციების მიზნით,
გაეროს გენერალური მდივანი, ბან კი მუნი, სამშაბათს შვეიცარიაში ჩავა. შეხვედრაზე ევროკავშირს წარმოადგენენ თავმჯდომარე ქვეყნის, საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ბერნარ კუშნერი, საგარეო პოლიტიკის კოორდინატორი ხავიერ სოლანა, ევროკომისარი ბენიტა ფერერო ვალდნერი. შეხვედრაში აგრეთვე მონაწილეობას მიიღებს ეუთოს მოქმედი თავმჯდომარე, ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ალექსანდრ სტუბი. ოთხშაბათს კი ჟენევაში, საქართველოში არსებული კონფლიქტებისადმი მიძღვნილი საერთაშორისო კონფერენცია დაიწყება, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ საქართველოს, რუსეთის, ევროკავშირის, გაეროს, და ეუთოს, შეერთებული შტატების წარმომადგენლები. მოლაპარაკებებში აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დელეგაციებიც იქნებიან წარმოდგენილი. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ დავით ბაქრაძემ დღეს განაცხადა, რომ ჟენევის შეხვედრისას თბილისის მთავარი მოთხოვნა კონფლიქტის ზონების დემილიტარიზაცია იქნება.
XS
SM
MD
LG