Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველო რუსეთს ვითარების ესკალაციისთვის მზადებაში


საქართველო რუსეთს ვითარების ესკალაციისთვის მზადებაში ადანაშაულებს.

საქართველო რუსეთს ვითარების ესკალაციისთვის მზადებაში ადანაშაულებს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსმა შოთა უტიაშვილმა დღეს განაცხადა, რომ ბოლო ერთი კვირის განმავლობაში ცხინვალის რეგიონში რუს სამხედროთა რაოდენობა 7 000-მდე გაიზარდა. უტიაშვილის ცნობით, დამატებით 2 000 ჯარისკაცი რუსეთმა ჯავაში განალაგა, ახალგორის რაიონში კი - 40 ერთეული მძიმე ტექნიკა და რამდენიმე ასეული სამხედრო გაგზავნა. რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ უარყო ცხინვალის რეგიონში სამხედრო კონტინგენტის გაზრდის შესახებ ინფორმაცია. საქართველოს განცხადებას სიცრუე უწოდა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა. სერგეი ლავროვის თქმით, ცხინვალთან შეთანხმების საფუძველზე, სამხრეთ ოსეთში 3 700 რუსი სამხედრო მოსამსახურე იმყოფება.
XS
SM
MD
LG