Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ-ის თავდაცვის მინისტრი რობერტ გეიტსი


აშშ-ის თავდაცვის მინისტრი რობერტ გეიტსი არ მოელის, რომ ნატოელი მოკავშირეები გაზრდიან ავღანეთში

აშშ-ის თავდაცვის მინისტრი რობერტ გეიტსი არ მოელის, რომ ნატოელი მოკავშირეები გაზრდიან ავღანეთში
თავიანთი შეიარაღებული ძალების რიცხობრივ შემადგენლობას, რაც - ზოგი პოლიტიკოსის აზრით - აუცილებელია მეამბოხეთა გააქტიურებული მოქმედებების ასალაგმად. მას შემდეგ, რაც 2006 წლის დეკემბერში სათავეში ჩაუდგა პენტაგონს, გეიტსი ნატოელ მოკავშირეებს მოუწოდებდა, მეტი ძალები გაეგზავნათ ავღანეთში. ახლა გეიტსი ამბობს, რომ, როგორც ჩანს, მხოლოდ ვაშინგტონი გაზრდის თავისი ჯარის რიცხობრივ შემადგენლობას და ავღანეთში დამატებით მიავლენს 10 ათას სამხედრო მოსამსახურეს. გეიტსის თქმით, საჭიროა ავღანეთში მოქმედი ძალები ნატოს წევრი სხვა ქვეყნების სამხედრო მოსამსახურეებითაც შეივსოს, რათა ავღანეთში მიმდინარე ოპერაცია არ იქნეს აღქმული "ამერიკის ომად".
XS
SM
MD
LG