საფრანგეთის ქალაქ ნიცაში ევროკავშირისა
და რუსეთის სამიტის დაწყების წინ საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი პარიზში საფრანგეთის პრეზიდენტს ნიკოლა სარკოზის შეხვდა. შეხვედრაზე განხულულ იქნა საქართველოსთვის მტკივნეული საკითხები. საფრანგეთში საქართველოს ელჩმა მამუკა კუდავამ რადიო “თავისუფლებას” განაცხადა, რომ ამ შეხვედრის შემდეგ აღარ არსებობს შეკითხვა იმასთან დაკავშირებით, რამდენად არ ასრულებს რუსეთი საქართველოში ევროკავშირის წინაშე ნაკისრ ვალდებულებებს. მამუკა კუდავას თქმით, საფრანგეთის პრეზიედნტმა პირობა დადო, რომ საქართველოს საკითხი იქნება უმნიშვნელოვანესი ევროკავშირსა და რუსეთს შორის მოლაპარაკებებში. სარკოზი რუსეთის პრეზიდენტს ვალდებულებების შესრულების პირობას ხვალ ნიცაში შეახსენებს და შემდეგ ვაშინგტონში საფინანსო კრიზისთან დაკავშირებით დიდი ოცეულის შეხვედრაზეც.