აჭარის ახლადარჩეული უმაღლესმა საბჭომ პირველ შეიკრებაზე თავმჯდომარედ ისევ მიხეილ მახარაძე, წინა მოწვევის საკანონმდებლო ორგანოს ხელმძღვანელი აირჩია.
აჭარის უმაღლეს საბჭოში 3 ნოემბრის არჩევნებზე მმართველმა პარტიამ ხმათა 75.89%-ით პროპორციული წესით 10 დეპუტატი, ხოლო გიორგი თარგამაძის ქრისტიან-დემოკრატებმა ხმათა 16.44%-ით მხოლოდ 2 დეპუტატი გაიყვანა.
შედეგად, 18-წევრიან საკანონმდებლო ორგანოში 12 პროპორციული მანდატი ამ ორ პარტიას შორის გადანაწილდა, რადგან სხვა პოლიტიკურმა პარტიებმა ვერ შეძლეს საარჩევნო ბარიერის გადალახვა. აჭარის არჩევნებს ბოიკოტი გამოუცხადეს ძირითადმა ოპოზიციურმა პარტიებმა.