დეპუტატებს შორის კამათის საგანი გახლდათ რუსულ გაზეთ ”კომერსანტში” გამოქვეყნებული სტატია, რომელშიც საუბარია საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის კულუარულ მცდელობაზე მოძებნოს რუსეთთან დაახლოების გზები. უფრო ადრე რუსეთთან კავშირურთიერთობის აღდგენის შესაძლებლობა არ გამორიცხა საქართველოს კათალიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ, რომელიც 10 დღის წინ, რუსეთის პატრიარქის დაკრძალვის დროს,რუსეთის პრეზიდენტ დმიტრი მედვედევს პირისპირ შეხვდა.
23 დეკემბრის რუსულ გაზეთ ”კომერსანტის” ინფორმაციით, საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი შუამავლების მეშვეობით მოლაპარაკებებს აწარმოებს რუსეთთან ნორმალური ურთიერთობების აღსადგენად. ერთ-ერთმა ასეთმა შუამავალმა, რუსეთში მცხოვრებ ქართველთა კავშირის თავმჯდომარემ მიხეილ ხუბუტიამ, გაზეთს უთხრა, რომ მიხეილ სააკაშვილმა მას რუსეთთან საჰაერო მიმოსვლის საკითხის მოგვარება პირადად სთხოვა. რუსულ გაზეთ ”კომერსანტში” გამოქვეყნებულ ამ პუბლიკაციას 23 დეკემბრის საპარლამენტო სესიაზე დებატების ძირითადი დრო დაეთმო. პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, ”ქრისტიან-დემოკრატმა” ლევან ვეფხვაძემ, რომელმაც აქ ხელისუფლების ფარული გარიგება ამოიკითხა, ოფიციალური განმარტება მოითხოვა:
[ლევან ვეფხვაძე] ”ჩვენ გვაინტერესებს რამდენად არსებობს ასეთი კონტაქტები და ყველაზე მთავარია, ამ დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენა და ამ კონტაქტების აღდგენა რამდენად ხდება საქართველოს ეროვნული ინტერესების ხარჯზე.” (სტილი დაცულია)
მაგრამ ოპოზიციონერი ვიცე-სპიკერის გამოსვლას მეყსეული რეაგირება არ მოჰყოლია უმრავლესობის მხრიდან, რომლის წარმომადგენლები ერთმანეთში ათანხმებდნენ კორპორაციულ პასუხს რუსული გაზეთის პუბლიკაციაზე. სამაგიეროდ, რუსეთთან ურთიერთობის საკითხზე მიკროფონი მალე კიდევ ერთმა ოპოზიციონერმა დეპუტატმა, ჯონდი ბაღათურიამ, დაიკავა და მოიწონა რუსეთთან ურთიერთობის აღდგენის მცდელობა:
[ჯონდი ბაღათურია] ”კიდევ ერთხელ მინდა მოვუწოდო საქართველოს ხელისუფლებას, დაუყოვნებლივ აღდგეს პირდაპირი ურთიერთობა რუსეთ-საქართველოს შორის, პირდაპირ აღდგეს პირდაპირი დიპლომატიური კავშირი რუსეთთან, როგორც ახალი კომპონენტი რუსეთ-საქართველოს შორის ურთიერთობაში.” (სტილი დაცულია)
ბაღათურიამ ხელისუფლებას მოუწოდა გამოიყენოს რუსეთთან ახალი ურთიერთობის შანსი, რაც, პარლამენტარის თქმით, რუსეთში საქართველოს კათალიკოს- პატრიარქის ამასწინანდელმა ვიზიტმა გააჩინა. ილია მეორემ მოსკოვიდან დაბრუნების შემდეგ, 16 დეკემბერს, გაიხსენა თავისი შეხვედრა რუსეთის პრეზიდენტ დმიტრი მედვედევთან და განაცხადა, რომ დმიტრი მედვედევთან ბევრ მნიშვნელოვან საკითხზე - მათ შორის, ლტოლვილთა დაბრუნებაზე - მიიღო თანხმობა:
[ილია მეორე] ”მე მქონდა მოსკოვში შეხვედრა პრეზიდენტ მედვედევთან და საკმაოდ დადებითი და კარგი შეთანხმებები იყო, მაგრამ ამას გაგრძელება უნდა და მას უნდა ძალიან ფრთხილი და დიპლომატიური მიდგომა.”
თუმცა საქართველოს პრეზიდენტის მომხრე უმრავლესობის წევრები მიიჩნევენ, რომ რუსეთის მხრიდან საქართველოს ოკუპაციის პირობებში მოსკოვთან სრულმასშტაბიანი დიპლომატიური ურთიერთობის აღდგენაზე მოლაპარაკება კაპიტულაციის ტოლფასია:
[მიხეილ მაჭავარიანი] ”ბოდიში, მაგრამ თქვენ როგორ წარმოგიდგენიათ, მივმართავ ამ იდეის ავტორებს, რომ ჩვენ გავხსნათ რუსეთის საელჩო საქართველოში და თბილისიდან 65 კილომეტრში იყოს მეორე საელჩო რუსეთისა - ცხინვალში, ხოლო კიდევ 422 კილომეტრში იყოს შემდეგი რუსეთის საელჩო - სოხუმში. რა არის ეს პოლიტიკური ვექტორი? სად არის ეს პოლიტიკური ხაზი?”
ვიცე-სპიკერ მიხეილ მაჭავარიანზე უფრო რადიკალური იყო საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის დროებითი საპარლამენტო კომისიის თავმჯდომარე შოთა მალაშხია, რომელმაც რუსეთს ”21-ე საუკუნის დანაშაულებრივი სახელმწიფო” უწოდა, რომელთანაც მოლაპარაკებები მხოლოდ სასამართლო დარბაზში უნდა გაიმართოს:
[შოთა მალაშხია] ”ჩვენ რუსეთთან ვართ მოლაპარაკების რეჟიმში და ეს არის ჰააგის საერთაშორისო სასამართლო, ეს არის სტრასბურგის სასამართლო და ამ რეჟიმში ჩვენ რუსეთთან აუცილებლად გვექნება მოლაპარაკება.”
პარლამენტში გამართული დებატები რუსეთთან ურთიერთობის შესაძლო აღდგენის თაობაზე 23 დეკემბერს პარლამენტის თავმჯდომარის გამოსვლით დასრულდა. დავით ბაქრაძემ განაცხადა, რომ ამ ვითარებაში ვერანაირ ნორმალურ დიპლომატიურ ურთიერთობაზე ლაპარაკი ვერ იქნება. თუმცა, ნუ გაგიკვირდებათ, თუკი გარკვეული კონტაქტები გაგრძელდება სხვადასხვა უწყებრივ დონეზე, რაც მიმდინარე ამოცანების გადაჭრისთვის არის საჭირო, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ.