აზერბაიჯანის პარლამენტმა დღეს მხარი დაუჭირა 18 მარტს სახალხო რეფერენდუმის გამართვას
იმის გამოსავლენად, შეიძლება თუ არა პრეზიდენტობის უფლებამოსილების გახანგრძლივება ორზე მეტი ვადით. რეფერენდუმი პრეზიდენტ ილჰამ ალიევს თანამდებობაზე დარჩენის შესაძლებლობას მისცემდა. პარლამენტში გამართულ კენჭისყრაზე რეფერენდუმის გამართვას ასმა დეპუტატმა მისცა ხმა, 7 წინააღმდეგი იყო. საკონსტიტუციო ცვლილებების გატარების შემთხვევაში აზერბაიჯანში პრაქტიკულად შესაძლებელი გახდება სიცოცხლის ბოლომდე პრეზიდენტობის შემოღება.