Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სავარაუდოდ შეერთებული შტატების მიერ განხორციელებულმა


სავარაუდოდ შეერთებული შტატების მიერ განხორციელებულმა სარაკეტო დარტყმამ

სავარაუდოდ შეერთებული შტატების მიერ განხორციელებულმა სარაკეტო დარტყმამ
დღეს სამი ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა პაკისტანის ჩრდილო-დასავლეთში. ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლის თქმით, რაკეტა მანქანას მოხვდა და მასში მსხდომი სამივე მგზავრი დაიღუპა. ორი რაკეტა სახლს მოხვდა იმავე რეგიონში. უკანასკნელი თვეების მანძილზე შეერთებული შტატების უპილოტო თვითმფრინავები ხშირად ახორციელებდნენ იერიშებს პაკისტანსა და აღვანეთს შორის საზღვრის რაიონში.

XS
SM
MD
LG