Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ეგვიპტემ მსოფლიოს რამდენიმე ლიდერი მიიწვია


ეგვიპტემ მსოფლიოს რამდენიმე ლიდერი მიიწვია ღაზის კრიზისზე მოსალაპარაკებლად.

ეგვიპტემ მსოფლიოს რამდენიმე ლიდერი მიიწვია ღაზის კრიზისზე მოსალაპარაკებლად.
სამიტი ხვალ უნდა გაიმართოს, რის ფონსაც ქმნის ინფორმაცია, რომ ისრაელმა შესაძლოა, ცალმხრივი წესით შეაჩეროს სამხედრო ოპერაცია ღაზის სექტორში. ეგვიპტეში დაგეგმილი სამიტის მონაწილეებს შორის ასახელებენ პალესტინელების პრეზიდენტ მაჰმუდ აბასსა და გაეროს გენერალურ მდივან ბან კი მუნს. დღეს ეგვიპტის პრეზიდენტი ჰოსნი მუბარაქი გამოვიდა მოწოდებით, დაუყოვნებლივ და უპირობოდ შეწყდეს ცეცხლი ღაზის სექტორში და ისრაელმა გაიყვანოს ჯარი ამ ტერიტორიიდან. დღესვე ჰამასის ოფიციალურმა წარმომადგენელმა განაცხადა, რომ ჰამასი განაგრძობს ბრძოლას ღაზის სექტორში, ვიდრე მისი მოთხოვნები არ შესრულდება. ის მოითხოვს ისრაელის ჯარების გასვლას და ისრაელის მიერ ღაზისთვის გამოცხადებული ბლოკადის შემსუბუქებას. მას შემდეგ, რაც ისრაელმა 27 დეკემბერს დაიწყო სამხედრო ოპერაცია ღაზიდან ჰამასის სარაკეტო იერიშებისთვის ბოლოს მოსაღებად, დაღუპულია 1150-ზე მეტი პალესტინელი და ისრაელის 13 მკვიდრი.
XS
SM
MD
LG