Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უკრაინამ და რუსეთმა ხელი მოაწერეს


უკრაინამ და რუსეთმა ხელი მოაწერეს ხელშეკრულებას, რომლითაც ბოლო უნდა მოეღოს გაზის გარშემო დაპირისპირებას

უკრაინამ და რუსეთმა ხელი მოაწერეს ხელშეკრულებას, რომლითაც ბოლო უნდა მოეღოს გაზის გარშემო დაპირისპირებას
და აღდგეს უკრაინის გავლით რუსეთის გაზის ექსპორტი ევროპაში. დოკუმენტი ათი წლით გაფორმდა. ამის შესახებ მოსკოვში გამართულ პრესკონფერენციაზე გამოაცხადეს ორი ქვეყნის პრემიერ-მინისტრებმა ვლადიმირ პუტინმა და იულია ტიმოშენკომ. შეთანხმების მიხედვით, უკრაინა რუსეთის გაზში "ევროპულ ფასს" გადაიხდის, თუმცა 2010 წლამდე ის 20-პროცენტიანი შეღავათით ისარგებლებს. რუსეთი კი, ამის სანაცვლოდ, უკრაინისგან ტრანზიტის შეღავათიან ტარიფს მიიღებს. კონკრეტულ თანხაზე არაფერს იტყობინებიან.
XS
SM
MD
LG