Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ავღანეთში ადგილობრივი და უცხოელი სამხედროების


ავღანეთში ადგილობრივი და უცხოელი სამხედროების ინფორმაციით, 30-მდე ექსტრემისტი მოკლეს

ავღანეთში ადგილობრივი და უცხოელი სამხედროების ინფორმაციით, 30-მდე ექსტრემისტი მოკლეს
პაკისტანთან საზღვრის მახლობლად საჰაერო იერიშებისა და ხმელეთზე შეტაკებების შედეგად. ნატოს სარდლობას დაქვემდებარებული მრავალეროვანი ძალების განცხადებით, 22 ექსტრემისტი დაიღუპა საჰაერო იერიშების დროს მას შემდეგ, რაც აღმოსავლეთში მდებარე ხოსტის პროვინციაში ექსტრემისტები თავს დაესხნენ პატრულს. ხოლო თავდაცვის სამინისტროს ცნობით, 8 მეამბოხე დაიღუპა ხოსტის პროვინციაში ავღანელ ჯარისკაცებთან შეტკების შედეგად. 2008 წელს ავღანეთში, წინა წელთან შედარებით, 30 პროცენტით იმატა მეამბოხეების თავდასხმების რიცხვმა. აშშ ავღანეთში 33 000-მდე ჯარისკაცით არის წარმოდგენილი, მათ კიდევ, დაახლოებით, 30 000 უნდა დაემატოს.
XS
SM
MD
LG