Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გაერომ ჟენევაში დღეს უნივერსალური პერიოდული


გაერომ ჟენევაში დღეს უნივერსალური პერიოდული რევიუს სესია გახსნა.

გაერომ ჟენევაში დღეს უნივერსალური პერიოდული რევიუს სესია გახსნა.
მომდევნო ორი კვირის განმავლობაში გაერო 16 ქვეყანაში ადამიანის უფლებათა მდგომარეობას შეამოწმებს. რუსეთსა და აზერბაიჯანში ადამიანის უფლებების დაცვის მხრივ არსებულ მდგომარეობას გაერო 4 თებერვალს განიხილავს. გაერთიანებული ერების ორგანიზაცია ყოველ ოთხ წელიწადში ერთხელ გადახედავს გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოს წევრი თითოეული სახელმწიფოს პოლიტიკას ადამიანის უფლებათა დაცვის კუთხით. გაეროს ადამიანის უფლებათა დაცვის საბჭოს წევრი ქვეყნების მთავრობები, თავად გაერო, ასევე არასამთავრობო ორგანიზაციები ამზადებენ ანგარიშს თითოეულ ქვეყანაში ადამიანის უფლებათა დაცვის მხრივ არსებულ მდგომარეობაზე, ხოლო შემდეგ საბჭო აქვეყნებს საკუთარ ანგარიშს, თანდართულ რეკომენდაციებთან ერთად.
XS
SM
MD
LG