”რეზონანსი” წერს: ”განსვენებული ბიზნესმენის ბადრი პატარკაციშვილის ოჯახმა საერთაშორისო საარბიტრაჟო სასამართლოს მიმართა იმასთან დაკავშირებით, რომ ”ტელეიმედი” და ”მთაწმინდის პარკი” საქართველოს მთავრობის მიერ არის ექსპროპრირებული”. ამის შესახებ ”რეზონანსს” აცნობა პატარკაციშვილების ერთ-ერთმა ადვოკატმა, ლორდ გოლდსმიტმა. ამასთან, ბადრი პატარკაციშვილის ოჯახის ფინანსური მრჩეველი მარკ ჰაუფი ”რეზონანსთან” საუბრისას ჰყვება, თუ როგორ ულტიმატუმებს უყენებდა მას და ბიზნესმენის ქვრივს ინა გუდავაძეს ქალაქის მერი თავის კაბინეტში შეხვედრისას: ”უგულავამ პასუხად ულტიმატუმი წამოაყენა - ან 10 დღეში დათანხმდება ოჯახი ქეის მოთხოვნებს, ან ’მთავრობამ იცის, რა უნდა გააკეთოსო’ ”. გიგი უგულავა ”რეზონანსისთვის” გაკეთებულ კომენტარში ზემოხსენებულ შეხვედრას არ უარყოფს, მაგრამ კონკრეტულად ულტიმატუმსა და საუბრის დეტალებზე არაფერს ამბობს”, - წერს ”რეზონანსი”.
ამავე საკითხზე ”ყველა სიახლე” ბადრი პატარკაციშვილის შვილს, ლია პატარკაციშვილს, ესაუბრა. ის ამბობს: ”6 თებერვალს გაიმართება სასამართლო მოსმენა, რომელზეც, სავარაუდოდ, მიიღებენ გადაწყვეტილებას, დაკმაყოფილდეს ქეის პრეტენზიები მემკვიდრეობის განკარგვაზე თუ უარყოფილ იქნეს. საინტერესოა, მაშინ როდესაც სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილება ამ დრომდე გამოტანილი არა აქვს, ჯერ კიდევ მაისის თვეში ჯოზეფ ქეის მიანიჭა ფართო უფლებამოსილება, განკარგოს ქონება სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით. ეს მოხდა აბსოლუტურად გასაიდუმლოებულ ვითარებაში, მემკვიდრეების საქმის კურსში ჩაყენების გარეშე, არასრული დოკუმენტების ასლების საფუძველზე, რომელთა ნამდვილობასაც ჩვენ ვასაჩივრებთ”, - ამბობს ლია პატარკაციშვილი, გარდაცვლილი ბიზნესმენის შვილი ”ყველა სიახლისთვის” მიცემულ ინტერვიუში.
”ყველა სიახლეში” წაიკითხავთ აგრეთვე, რომ გაზეთის მიერ მოპოვებული ინფორმაციით, რომელიც ოფიციალურად დაუდასტურებელია, ”საქართველოს რკინიგზა მიეყიდება რუსული კაპიტალით შექმნილ კომპანიას, რომელსაც პრეზიდენტ სააკაშვილის კართან დაახლოებული და საქართველოს ფარგლებს გარეთ მოღვაწე ბიზნესმენი რევაზ შარანგია წარმოადგენს. მისი გვარი პირველად 2007 წლის სექტემბერში ამოტივტივდა, როდესაც თავდაცვის ექს-მინისტრმა ირაკლი ოქრუაშვილმა რკინიგზის მიმართ შარანგიასა და საქართველოს ხელისუფლების ბიზნესინტერესებზე ისაუბრა”, - წერს ”ყველა სიახლე”.
”რეზონანსს” მივუბრუნდები, რომელშიც საქართველოში გაეროს მეთვალყურეთა მისიისთვის მანდატის გაგრძელების შესაძლებლობაზე წერია. გაზეთი საერთაშორისო სამართლის ექსპერტის - ლევან ალექსიძის - კომენტარს ბეჭდავს. ალექსიძის თქმით, რუსეთი უნდა იყოს კონფლიქტის მხარედ გამოცხადებული და მას ვეტოს უფლების გამოყენება ავტომატურად შეუჩერდება. ამის დადასტურება კი საქართველოს მარტივად - მედვედევ-სარკოზის ხელშეკრულებითაც შეუძლია. ”არ ვიცი, რას ფიქრობს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო”, - ამბობს ალექსიძე და განაგრძობს, -”მაგრამ, შთაბეჭდილება მექმნება, რომ ფეხებზე დაიკიდეს ეუთოცა და გაეროც. საუბრობენ, რომ არაფერში სჭირდებათ და ეს დამოკიდებულება არასწორია, ისევე როგორც აშშ-ის გაფეტიშება. ობამამ ჯერ ვერ ჩამოაყალიბა თავისი პოზიცია საქართველოსთან მიმართებით. შესაბამისად, ჩვენ გაერო გვჭირდება თუნდაც იმიტომ, რომ ჩვენი სუვერენიტეტის ხაზგასმა ხდება”, - ამბობს ლევან ალექსიძე, რომლის კომენტარსაც ”რეზონანსი” ბეჭდავს.
”ალიაში” წაიკითხავთ: ”[დავით] თევზაძე, როგორც ამბობენ, თადარიგის გენერლების მოძრაობას აყალიბებს და ”გენერალთა კლუბს” ქმნის. მასში, შესაძლოა, ჯერ კიდევ თავდაცვის სამინისტროს განკარგულებაში მყოფი ოფიცრები და კიდევ უფრო მაღალი რანგის მოხელეებიც ვიხილოთო. თევზაძე სახალხოდ ბოლოს 7 ნოემბრის აქციაზე გამოჩნდა. ტყაპუჭში გამოწყობილ თავდაცვის ექს-მინისტრს მაშინ, ჯორბენაძისგან განსხვავებით, ”დუბინკები” არ მოხვედრია, მაგრამ, ფაქტია, რომ სააკაშვილს არ თანაუგრძნობდა”, - წერს ”ალია”.
”ახალი თაობის” ავტორი წერს, რომ ”სააკაშვილის გადაყენების შანსი ისევ არის”: ”2007 წლის 7 ნოემბრამდე ხალხი მხოლოდ პროტესტს გამოთქვამდა. 7 ნოემბრის შემდეგ კი პროტესტი გადაიზარდა სააკაშვილის მმართველობის დასრულების მოთხოვნაში, მაგრამ მაშინ ოპოზიცია არ იყო მზად ამ მოთხოვნებისთვის. დღეს უფრო გაზრდილია სააკაშვილის გაშვების მსურველთა რაოდენობაც და თავად სურვილიც. მთავარია, არა იმდენად ოპოზიციის გაერთიანება, რამდენადაც მისი ერთიანი ტაქტიკა”, - წერს ”ახალი თაობის” ავტორი.
”მომავალი მთავრობის ”თავგადასავლები” პარლამენტში” – ”24 საათი” მთავრობის მომავალი შემადგენლობის პარლამენტში მიმდინარე განხილვაზე წერს: ”პრეზიდენტის მიერ საკანონმდებლო ორგანოში ნდობის ვოტუმის მისაღებად ”გაგზავნილი” მინისტრობია კანდიდატები საპარლამენტო კომიტეტებში განაგრძობენ შეხვედრებს. ჯერჯერობით ყველაფერი ”სერიოზული გართულებების გარეშე” მიდის: სახელისუფლებო ფრაქციის წევრები მინისტრთა მომავალი კაბინეტის წევრების მიმართ კმაყოფილებას გამოთქვამენ, ოპოზიციონერ დეპუტატებს კი ეჭვი შეაქვთ მათ წარმატებულ საქმიანობაში. ბოლოს კი ყველაფერი ”მშვიდობიანად” მთავრდება - საკომიტეტო კენჭისყრის შედეგები ნიკა გილაურსა და მის თანაგუნდელებს პლენარული სხდომისკენ მიმავალ გზაზე ”მწვანე შუქს” უნთებს. ბოლო საპარლამენტო ”გამოცდა” 6 თებერვლისთვის არის დანიშნული”, - წერს ”24 საათი”.