გარიგება ვერ შედგა. მათ შორის ურთიერთობების ნორმალიზებას, პირველ რიგში, რუსეთის მიერ საქართველოს რეგიონების ოკუპაცია უშლის ხელს”, - წაიკითხავთ გაზეთ ”24 საათში”, რომლის თანახმად, რუსეთისათვის რაიმე გავლენის სფეროს დაკანონება ამერიკის შეერთებული შტატების ვიცე–პრეზიდენტმა კატეგორიულად გამორიცხა, ისევე როგორც აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის ცნობა, რაც მოსკოვისთვის, გაზეთის შეფასებით, სერიოზული სიგნალი უნდა გახდეს. დღესვე გაზეთ ”24 საათში” წაიკითხავთ ვრცელ სტატიას, სათაურით „ვივატ რესპუბლიკა“, რომელშიც საქართველოში მონარქიის აღდგენის განზრახვის მართებულობაზე ავტორი შემდეგ მოსაზრებას ავითარებს:“ მონარქიის მომხრე არ ვარ და არც ის მაშინებს, რომ ეს იდეა საქართველოში განხორციელდება. ამის თქმის საფუძველს ორი რამ მაძლევს. ერთი ის, რომ მონარქი ჯერ არ დაბადებულა, ანუ ამ იდეის ხორცშესხმას რამდენიმე წელი მაინც უნდა დასჭირდეს. იმ დრომდე რესპუბლიკის ბორბალიც დაიწყებს უკეთესად ტრიალს, ანუ, როგორც ჩვენში იტყვიან, იბერია გაბრწყინდება. და თუ მაინც არა, მერე უკვე სულ ერთია, აბსოლუტური მონარქიაც შეიძლება ვცადოთ.“ საუკუნის ჯვრისწერა”–ასე აფასებს გაზეთი „კვირის პალიტრა“ ბაგრატიონთა ორი შტოს წარმომადგენელთა ქორწინებას, რომელიც 8 თებერვალს გაიმართა სამების საკათედრო ტაძარში. „უცხოელ სტუმრებთან ერთად, ქართველ სტუმართა სპექტრიც მრავალფეროვანი იყო, თუმცა მათ შორის, დაპატიჟების მიუხედავად, არ ყოფილან ხელისუფლების წარმომადგენლები“, - შენიშნავს გაზეთი „კვირის პალიტრა”
„რა დარჩა რუსულ–ქართული ძმობიდან“–ამ საკითხის გარკვევას დღეს გაზეთი „მთელი კვირა“ შეეცადა. თანახმად სოციოლოგიური კვლევისა, რომელიც რამდენიმე კონკრეტული მიმართულებით რუსეთსა და საქართველოში ჩატარდა, შეიტყობთ, რომ მომავალში საქართველოსა და რუსეთის ხალხების დასაახლოებლად რუსული მხარის რესპონდენტები საერთო ისტორიასა და ამ ქვეყნებს შორის ნათესაურ კავშირებს მიიჩნევენ, ქართული მხარის რესპონდენტების უმრავლესობა კი - საერთო რელიგიას.
„მშვიდობით, ბენდუქიძევ, ანუ დიდი კაცი, დიდი გეგმებით, კანცელარიიდანაც გაუშვეს“ - წაიკითხავთ ასევე ”მთელ კვირაში”, რომელიც ბენდუქიძის შემცვლელების ვინაობითაც დაინტერესდა. გაზეთის ცნობით, ამ ეტაპზე სამი კანდიდატურა განიხილება, ყველაზე მეტი შანსი კი გარემოს დაცვის ყოფილ მინისტრს, ირაკლი ღვალაძეს, აქვს. ბენდუქიძის თემას დღეს მეტ-ნაკლებად თითქმის ყველა გაზეთი ეხმიანება, მათ შორის ”ვერსიაც“ , რომელშიც გამოქვეყნდა ანალიტიკური სტატია - „გაიტანეს ბენდუქიძე, განტევების ვაცების მსხვერპლშეწირვის დრო დადგა”. სტატიის ავტორი, კერძოდ, შენიშნავს, რომ, ექსპერტების შეფასებით, კახა ბენდუქიძე საქართველოს ეკონომიკას კი არ აშენებდა, ანგრევდა, რითაც წყალს რუსულ წისქვილზე ასხამდა. „ექსპერტები იმასაც ამბობენ, რომ შესაძლებელი იყო მსოფლიო ფინანსური კრიზისი და რუსეთ–საქართველოს ომი ქვეყანას შედარებით მსუბუქად გადაეტანა, ეკონომიკაში ყველაფერი რიგზე რომ ყოფილიყო. ისე, მარტო აქცევდა ბენდუქიძე ქართულ ეკონომიკას თუ ქვეყნის ხელისუფლების პირველი პირების თანადგომით, ალბათ, ოდესმე აუცილებლად გაირკვევა, რადგან, როგორც ექსპერტები აცხადებენ, აქ ყველაფერი ისე მარტივად არაა, როგორც ერთი შეხედვით ჩანს. მოვლენათა განვითარებას უნდა დაველოდოთ“, - წაიკითხავთ გაზეთ „ვერსიის“ ფურცლებზე.