Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დღეს დასრულებული შეხვედრისას საქართველოს


დღეს დასრულებული შეხვედრისას საქართველოს,

დღეს დასრულებული შეხვედრისას საქართველოს,
მისი ორი დე-ფაქტო რესპუბლიკის, რუსეთის, აშშ-ის, გაეროს, ეუთოს და ევროკავშირის წარმომადგენლებმა უსაფრთხოების დოკუმენტზე იმსჯელეს და მიაღწიეს შეთანხმებას ინციდენტების თავიდან აცილებისა და მათზე რეაგირების ერთობლივ მექანიზმთან დაკავშირებით. ჟენევის საერთაშორისო კონსულტაციების ფარგლებში, რომელიც მიმდინარეობს აგვისტოს ომის შემდეგ, ეს არის პირველი კონკრეტული შეთანხმება, რომელიც დადასტურებულია მიღებული დოკუმენტით.
კონსულტაციებში მონაწილე საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები მიესალმნენ შეთანხმების მიღწევას.
პირველი შეთანხმების გამო კმაყოფილება გამოთქვა საქართველოს დელეგაციის მეთაურმა საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ გიგა ბოკერიამ. მისი თქმით, ეს არის მნიშვნელოვანი ნაბიჯი, მაგრამ ეს არ არის გარღვევა. მან რადიო "თავისუფლების" ეთერში თქვა, რომ მთავარია, რუსეთის მხარემ შეასრულოს დოკუმენტი, რომელზეც თვითონ მისცა თანხმობა.
XS
SM
MD
LG