Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ-ის პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ "უზუსტო"


აშშ-ის პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ "უზუსტო" უწოდა გაზეთ "ნიუ იორკ ტაიმსში" გამოქვეყნებულ ცნობას

აშშ-ის პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ "უზუსტო" უწოდა გაზეთ "ნიუ იორკ ტაიმსში" გამოქვეყნებულ ცნობას
რუსეთის პრეზიდენტის მისამართით მის მიერ გაგზავნილ წერილზე. გაზეთის ცნობით, ობამამ გამოთქვა მზადყოფნა, პოლონეთსა და ჩეხეთში არ განათავსოს თავისი ანტისარაკეტო დაცვის სისტემის ელემენტები, თუ მოსკოვი ვაშინგტონს იმაში დაეხმარება, რომ უარი ათქმევინოს თეირანს ბირთვული პროგრამის განხორციელებაზე. ობამას თქმით, ასეთ გარიგებაზე წერილში არაფერი ყოფილა ნათქვამი. ამასთანავე, ობამამ აღნიშნა, რომ თუ ირანმა შეასუსტა ბირთვული იარაღის შექმნისკენ სწრაფვა, თავისთავად შემცირდება ევროპაში ანტისარაკეტო თავდაცვის სისტემის განთავსების აუცილებლობა. [ბარაკ ობამას ხმა] "რუსებთან აზრთა კარგი გაცვლა-გამოცვლა გვქონდა. მე ვთქვი, რომ ჩვენს შორის ურთიერთობებში სიახლის შეტანაა საჭირო." მანამდე, მადრიდში გამოსვლისას, რუსეთის პრეზიდენტმა დმიტრი მედვედევმა განაცხადა, რომ ობამასთან "რეგულარული დიალოგი" აქვს. მან ვაშინგტონს მოუწოდა, ანტისარაკეტო თავდაცვის სფეროში ისეთი ახალი წინადადებები გამოთქვას, რომლებიც უპასუხებდნენ როგორც ევროპის, ისე რუსეთის ინტერესებს.
XS
SM
MD
LG