Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აგვისტოს ომის გამოსაძიებლად ევროკავშირის


აგვისტოს ომის გამოსაძიებლად ევროკავშირის

აგვისტოს ომის გამოსაძიებლად ევროკავშირის
ინიციატივით შექმნილი საერთაშორისო კომისიის ექსპერტები დღეს ცხინვალში ადგილობრივი დე-ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდნენ. როგორც თვითგამოცხადებული რესპუბლიკის მთავრობის ინფორმაციის კომიტეტი იუწყება, პოსტკონფლიქტურ საკითხებში ედუარდ კოკოითის სრულუფლებიანმა წარმომადგენელმა ბორის ჩიჩიევმა კომისიის წევრებს განუცხადა, რომ ცხინვალს დასამალი არაფერი აქვს, რადგან სამხედრო აგრესია საქართველოს ხელისუფლებამ დაიწყო. კომისიის ხელმძღვანელმა ჰაიდი ტალიავინიმ დე-ფაქტო ხელისუფლებას განუმარტა, რომ ექსპერტთა კომისია არა მხოლოდ აგვისტოს კონფლიქტს, არამედ მის წინა ისტორიასაც საერთაშორისო სამართლის და ჰუმანიტარული პრინციპების გათვალისწინებით იკვლევს. წერილობითი პასუხების მოსამზადებლად კომისიამ დე-ფაქტო მთავრობას შეკითხვების ნუსხა გადასცა.
XS
SM
MD
LG