Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ-ს პრეზიდენტმა მიუღებელი უწოდა სუდანის


აშშ-ს პრეზიდენტმა მიუღებელი უწოდა სუდანის ხელისუფლების გადაწყვეტილებას ჰუმანიტარული ორგანიზაციების გაძევების შესახებ.

აშშ-ს პრეზიდენტმა მიუღებელი უწოდა სუდანის ხელისუფლების გადაწყვეტილებას ჰუმანიტარული ორგანიზაციების გაძევების შესახებ.
ეს განცხადება ობამამ გაეროს გენერალურ მდივან ბან კი მუნთან თავისი პირველი შეხვედრის დროს გააკეთა. აშშ-ის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ აუცილებელია სუდანის პროვინცია დარფურში ჰუმანიტარული ორგანიზაციების თანამშრომელთა დაბრუნება. გაეროს მონაცემების თანახმად, მათ საქმიანობაზე მილიონზე მეტი ადამიანის სიცოცხლეა დამოკიდებული.

სუდანმა ჰუმანიტარული ორგანიზაციების გაძევება მას შემდეგ გადაწყვიტა, რაც სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ ორდერი გასცა ამ ქვეყნის პრეზიდენტის ომარ ალ ბაშირის დასაპატიმრებლად. მას ბრალად ედება დარფურის შავკანიანი მოსახლეობის გენოციდი.
XS
SM
MD
LG