Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ისრაელში სამთავრობო კოალიციის შექმნის შესახებ


ისრაელში სამთავრობო კოალიციის შექმნის შესახებ ლიკუდის პარტია მემარჯვენე რადიკალებს შეუთანხმდა.

ისრაელში სამთავრობო კოალიციის შექმნის შესახებ ლიკუდის პარტია მემარჯვენე რადიკალებს შეუთანხმდა.
მემარჯვენე პარტიის - ლიკუდის - ლიდერმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ და ავიგბარ ლიბერმანმა, ხელმძღვანელმა მემარჯვენე რადიკალური პარტიისა ”ისრაელი ჩემი სახლია”, მოილაპარაკეს, რომ ახალ კოალიციურ კაბინეტში, რომელსაც სათავეში ნეთანიაჰუ უნდა ჩაუდგეს, ლიბერმანი საგარეო საქმეთა მინისტრის პოსტს დაიკავებს. იგი ცნობილია იმით, რომ არ ეთანხმება მიწების გაცვლის საფუძველზე პალესტინასთან მშვიდობის დამყარებას. მიღწეული შეთანხმებით, ლიკუდმა მაინც ვერ შეძლო მინისტრთა კაბინეტის დამტკიცებისთვის საჭირო საპარლამენტო უმრავლესობის ფორმირება. მანამდე უშედეგოდ დასრულდა ნეთანიაჰუს მოლაპარაკებები ციპი ლივნისთან, ამჟამინდელი მმართველი პარტიის - კადიმას - ლიდერთან, რომელიც ახლა საგარეო საქმეთა მინისტრის მოვალეობას ასრულებს. მინისტრთა კაბინეტის ფორმირების ვადა 3 აპრილს იწურება.
XS
SM
MD
LG