Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კლინტონი: თალიბებს შემორიგების საშუალება უნდა მიეცეთ


შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა ჰილარი კლინტონმა განაცხადა, რომ ავღანეთში თალიბების იმ წარმომადგენლებს, რომლებიც უარს ამბობენ ძალადობაზე, ღირსეული ფორმით შერიგების საშუალება უნდა მიეცეთ. კლინტონმა ეს თქვა ჰააგაში, ავღანეთის უსაფრთხოებისა და სტაბილურობისადმი მიძღვნილ კონფერენციაზე. კლინტონმა უნდა წარმოადგინოს კონფლიქტის მიმართ შეერთებული შტატების ახალი მიდგომის დეტალები. ირანული დელეგაციის ხელმძვანელმა, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, მოჰამად მეჰდი ახუნდზადემ თქვა, რომ ირანს სურს, დაეხმაროს ავღანეთს აღდგენასა და ნარკობიზნესის წინააღმდეგ ბრძოლაში.
XS
SM
MD
LG