Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საპრეზიდენტო არჩევნები უკრაინაში 25 ოქტომბერს ჩატარდება


უკრაინის პარლამენტში უმრავლესობამ მხარი დაუჭირა საპრეზიდენტო არჩევნების ოქტომბერში ჩატარებას, ანუ უფრო ადრე, ვიდრე მოელოდნენ. გადაწყვეტილება, ჩანს კიდევ ერთი ნიშანია, პრეზიდენტ ვიქტორ იუშჩენკოს მიმართ ოპოზიციისა. კენჭისყრაში 450 დეპუტატიდან 401 მიემხრო არჩევნების 25 ოქტომბერს ჩატარებას. ოფიციალური პირები მოელოდნენ, რომ არჩევნები 2010 წლის იანვარში, იუშჩენკოს ვადის გასვლის შემდეგ გაიმართებოდა. მოელიან, რომ იუშჩენკო პარლამენტის გადაწყვეტილებას გაასაჩივრებს საკონსტიტუციო სასამართლოში.
XS
SM
MD
LG